„ღალატი დაგვიჯდა 7 – 8 %, დაახლოებით. ვგულისმხობ გახარიას პარტიას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან” ინტერვიუში ისაუბრა.
„ასევე ჩვენი ანალიზით და დაკვირვებით, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ჩამოსვლა დაეხმარა ნაცმოძრაობას, 7-8% მათაც დაემატათ”, – თქვა მან.
მისი თქმით, „ამ ყველაფრის ფონზე, 47%-ის აღება და 44 მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში გამარჯვება არის შესანიშნავი შედეგი და ღირსეული გამარჯვება”.
„რომ არ ყოფილიყო ღალატის ისტორია, ჩვენ პირველივე ტურს ალბათ ყველაგან მოვიგებდით, ბევრს ეგონა რომ ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი 2, ამ ფაქტორმა განაპირობა რომ პირველივე ტურში ვერ გავიდნენ ჩვენი კანდიდატები”. – ამბობს პრემიერი.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი კახა კალაძის 54%-იან გამარჯვებას ელოდა. „თუმცა, მე მჯერა უფრო მეტს აიღებს კახა მეორე ტურში”.