გახარიას თქმით, სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრანტების დაბალ ფასად გამომგზავრების პროგრამა აღდგება

პუბლიკა

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, აღადგინოს პროგრამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავრებას უზრუნველყოფს.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაევალა და ორშაბათს იქნება ცნობილი კონკრეტული განრიგი და იმ ქალაქების სია, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების გამოგზავრებას უზრუნველყოფენ.

გახარიას თქმით, ბილეთის ფასი უნდა იყოს ემიგრანტებისთვის მისაღები და 200 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ფრენა არ უნდა განახორციელოს მხოლოდ ერთმა ავიაკომპანიამ და პროცესში რამდენიმე კომპანია უნდა იყოს ჩართული.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან გამოგვყავდა ჩვენი მოქალაქეები. ეკონომიკის სამინისტროს დავალება მიღებული აქვს. ორშაბათისთვის განრიგი უნდა არსებობდეს კონკრეტული ქალაქებიდან ფრენაზე. ბილეთის ფასი არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი. ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ, უნდა განახორციელოს რამდენიმემ და მორგებული უნდა იყოს ჩვენს ემიგრანეტებზე, რომლებიც გამოსაყვანი გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ევროპის ქვეყნებს საქართველოსთვის მწვანე ქვეყნის სტატუსის მინიჭებითვის და აღნიშნა, რომ საზღვრების გახსნა არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოიყენოს ქვეყანამ.

„ისე, რომ არ დაუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.