„გახლეჩილი" – საპატრიარქოსთან ანონიმური არტისტის ინსტალაცია მოეწყო

პუბლიკა

„გახლეჩილი” – საქართველოს საპატრიარქოსთან მდებარე სკვერში ანონიმური არტისტის – „BIIMO“-ს ინსტალაცია მოეწყო.

ავტორის თქმით, ინსტალაცია გამოხატავს საზოგადოების განცდებს მართმადიდებელი ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე.

„BIIMO“ არის ანონიმური მულტიმედია არტისტის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოვლენების კრიტიკულად შეფასებით ადამიანების კომფორტის ზონიდან გამოყვანას.