„გახსენით ქვეყანა“ - პარლამენტთან რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

„გახსენით ქვეყანა“ – პარლამენტთან საპროტესტო აქციის რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციას უერთდებიან სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენელი.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ხელისუფლების მიერ არაკონსტიტუციური და გადაჭარბებული აკრძალვებით დაზარალებულ ყველასა სექტორს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციასთან ერთად დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, მაგ: გიდების საფეხმავლო ტური; ანიმატორთა პროგრამა ბავშვებისათვის;  მუსიკალური პროგრამა  პერფორმანსები და ინსტალაციები; ნაციონალური ცეკვების პროგრმა;  ეროვნული ნაწარმის მინი ბაზრობა; სუვენირების გამოფენა-გაყიდვა.

აქცია 14 საათზე დაიწყო და 18 საათამდე გაგრძელდება.