დღეს, 7 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე ორგანიზაციამ – „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის” გმირთა მოედანზე აგვისტოს ომთან დაკავშირებული ვიდეორგოლის ჩვენება მოაწყო.
ვიდეორგოლი, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის 16 წლისთავს
ეხება, კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ ვინ არის ნამდვილი მტერი და მეგობარი.
საქართველოში არსებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონაცემების თანახმად, 2013-2024 წლებში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს 2,418 პირი, თუმცა დაკავებულთა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
„რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა, ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს ამ ომში აგრესორად საქართველო წარმოაჩინოს, რაც რეალურად არ შეესაბამება სიმართლეს.
დღევანდელი ღონისძიების მიზანი სწორედ ისაა, რომ პატივი მივაგოთ აგვისტოს ომის გმირებს, მათ, ვინც თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებას” – ამბობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი, თამარ ხიდაშელი.
მისი თქმით, თქმით, ყველას კარგად გვახსოვს რა იყო აგვისტოს ომის მიზანი,, და რომ ეს იყო რუსეთის განზრახვა საქართველო ჩამოეშორებინა დასავლური სამყაროსთვის.
„რუსეთმა ამ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა ხელისუფლებაის თუნდაც დღევანდელი განცხადება არის მცდელობა დეზინფორმაციის გავრცელებისა, რომ თითქოს საქართველო მისმა დასავლალმა პარტნიორებმა აიძულეს ომი დაეწყო, ეს რა თქმა უნდა არის ტყუილი. – ამბობს თამარ ხიდაშელი.
„ქართულ-ევროპული ინსტუტუტის” წარმომადგენლის, გიორგი სირბილაძის თქმით, ამ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა ის სიმართლე, რაც ძალიან სურთ რუსეთში და საქართველოს არაკეთილმოსურნე პოლიტიკურ ძალებს, რომ დაიმალოს – „რომ თითქოსდა რუსეთი არ არის ჩვენი ქვეყნის მტერი, თუმცა ორასწლიანი ისტორია გვახსოვს და 2008 წლის ომი ჩვენს თვალწინ მოხდა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ვინ არის მტერი და აგრესორი” – ამბობს გიორგი სირბილაძე.