რა თქმა უნდა, გაკონტროლდება, სახელმწიფო სამსახურების მიერაც, რომელ რესტორანს რამდენი მაგიდის განლაგება შეეძლება თავის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„რა ფართობი შეიძლება იქ იყოს დაკავებული, როგორი უნდა იყოს ეს დისტანცია და რაც მთავარია, ყველა მფლობელს/მეპატრონეს ექნება ვალდებულება, რომ როგორც მონიშნული იყო სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ეკლესიის ეზოებში – სად უნდა დამდგარიყო ადამიანი, ასე იქნება მონიშნული ადგილი – სად უნდა იდგეს მაგიდა“, – აღნიშნავს იმნაძე.
მისი განცხადებით, ამის გაკონტროლება თითოეულ ჩვენგანსაც შეეძლება: „თუ ვნახავთ, რომ „ზედმეტი მაგიდა“ არის რესტორანში, ნუღარ შევალთ ასეთ რესტორანში. ეს იქნება ყველაზე კარგი კონტროლი“.