გალერი: ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ცხადია, ვინ არის რეალური უცხოეთის აგენტი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ეხმაურება რუსულ კანონს და აღნიშნავს, რომ ის „რუსულ ოცნებას” ემსახურება, რაც საბოლოო ჯამში ნიადაგს ამზადებს სამოქალაქო სექტორის ჩასახშობად.

„ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ცხადია, ვინ არის რეალური უცხოეთის აგენტი. ეს კანონი ემსახურება ნიადაგის მომზადებას სამოქალაქო სექტორისა და ნებისმიერი დემოკრატიული განსხვავებული აზრის ჩახშობად და საბოლოოდ ემსახურება რუსულ ოცნებას და გამოიწვევს ქართულ კოშმარს”, – წერს ის.

გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივად დაშალა – გამოიყენეს ცრელმდენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. შედეგად, არაერთი მოქალაქე დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზევე დასჭირდათ.

გარდა ამისა, შსს-მ დააკავა 63 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტია, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ და აქვს დაზიანებები თავზე, თვალებსა და ზურგზე.