გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც შეზღუდვის ინსტრუმენტი - საფრანგეთის ელჩი საქართველოში

პუბლიკა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და ამბობს, რომ გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იყოს გამოყენებული.

„უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ: გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტი”, – წერს ელჩი.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს. მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.