ქალთა მოძრაობის ორგანიზებით, „პროტესტის 100 დღის“ ფარგლებში, ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, „1000 მშობლის მარში“ იმართება თბილისსა და რეგიონებში.
„პროტესტის 100 დღე“ არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოებისა და ქალების მიმართ. კამპანიის მონაწილეები მოითხოვენ რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად.
„1000 მშობლის მარში“ თბილისში ვარდების მოედნიდან იწყება და კანცელარიის წინ დასრულდება.
„ქალთა მოძრაობაში“ ამბობენ, რომ სახელმწიფოს საჯაროდ უნდა გააგებინონ მოთხოვნები:
- შეცვალეთ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითაც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
- შექმენით პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
- გახადეთ სქესბრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
- გაზარდეთ ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების რაოდენობა;
- დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.
- გორი – თეატრის მიმდებარე სკვერი;
- ზუგდიდი – ცენტრალური ბულვარის ტერიტორია;
- ბათუმი – ვარდების სკვერი;
- თელავი – ცენტრალური მოედანი, თეატრის წინ;
- მარნეული – იუსტიციის სახლთან;
- ქობულეთი – 9 აპირილის სკვერი’
- ქუთაისი – ცენტრალური მოედანი კოლონადებთან;
- რუსთავი – ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი, თეატრის წინ;
- ახალციხე – ცენტრალური პარკი;
- ხარაგაული – ხარაგაულის კინოთეატრი