გამოავლინეს პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელობისათვის მავნეა - momxmarebeli.ge

პუბლიკა

momxmarebeli.ge-ს ცნობით, იტალიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ გასულ თვეში არაერთი პირადი ჰიგიენის საშუალება და კოსმეტიკური პროდუქტი გამოავლინა, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნეა. მათ შორისაა ისეთი ბრენდების ნაწარმიც, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ფართოდაა გავრცელებული. ესენია „პალმოლივი”, „გარნიე”, „ინტეზა” და „დავი”.

„ყველა მათგანში აღმოჩნდა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA), რომელიც ამ პროდუქტების შემადგენლობაშია მითითებული. ეს ნივთიერება წლების განმავლობაში გამოიყენებოდა ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში, თუმცა ბოლო წლებში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ნაწარმში მისმა შემცველობამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და ორსულობის შემთხვევაში, ნაყოფი. შესაბამისად, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა ისეთი კოსმეტიკური ნაწარმისა და ჰიგიენის საშუალებების გაყიდვა, რომლებშიც butylphenyl methylpropional (BMHCA) შედის.

გავრცელებული ინფორმაციიდან უცნობია საქონლის ის პარტიები, რომლებშიც ზემოაღნიშნული ნივთიერება გამოვლინდა, არის თუ არა შემოსული საქართველოში. თუმცა, ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ საფრთხის შემცველი ნიმუშების სია და გადაამოწმოთ, ხომ არა გაქვთ იგივე პარტია შეძენილი. აღნიშნული ნივთიერების ფართო გავრცელების გათვალისწინებით ისიც შესაძლებელია, რომ მას კოსმეტიკისა და ჰიგიენის საშუალებების სხვა პროდუქციაც შეიცავდეს, რისი ნახვაც ეტიკეტზე შეგიძლიათ”, – წერს momxmarebeli.ge. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ იმედია, საქართველოს სავაჭრო სექტორში პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ შემთხვევას და არ დაუშვებენ საფრთხის შემცველი ნიმუშების გავრცელებას.

მათივე თქმით, მხოლოდ მეწარმეთა კეთილსინდისიერების იმედად ვერ ვიქნებით და მხოლოდ ეტიკეტის მეშვეობითაც ვერ შევძლებთ იმ უამრავი მავნე ნივთიერების შემოწმებას, რომელსაც შეიძლება სამომხმარებლო პროდუქცია შეიცავდეს, მით უფრო, რომ ეტიკეტის გაყალბებაც შეიძლება.

„აუცილებელია, რომ საქართველოშიც დაწესდეს ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს ევროკავშირსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია. ამის გარეშე, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა ვერ იქნება დაცული”, – ნათქვამია განცხადებაში.

ქვემოთ იხილეთ დასახელებული ბრენდების პროდუქციის ჩამონათვალი, რომლებიც 2023 წლის 14 აპრილს ევროკავშირის სახიფათო არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემით გავრცელდა: