გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რაც პირველი ნიშანია განგაშისთვის - გამყრელიძე

პუბლიკა

„დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს დაახლოებით იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც ჩვენ გვქონდა სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში და თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, არ არის გამორიცხული, შევიდეთ მესამე ტალღაში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის დღევანდელი საბჭოს დასრულების შემდეგ.

„გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რომელიც პირველი ნიშანია, რომ შემოკრა განგაშის ზარს. გვაქვს უკვე მცირე კლასტერული ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპის რაიონში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ჯგუფური შემთხვევები გვაქვს უკვე. რა თქმა უნდა, ამას დღეს ევლება, სწრაფად ხდება რეაგირება, გადაყვანა კონტაქტირებულების თვითიზოლაციაში,  მაგრამ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. მოვეშვით. ისევ და ისევ რაიონებში იმართება დიდი თავყრილობები, ჭირის სუფრები, ქორწილები და ეს არის ინფექციის გავრცელების ფაქტორი“, – განაცხადა გამყრელიძემ.