„გამოდი გარეთ და მთავრობა გადადგი" - რატი ამაღლობელის ლექსი

პუბლიკა

პოეტი რატი ამაღლობელი ახალ ლექსს აქვეყნებს:

ყვირილი მარშით

ასე შეიძლება ჩაწვე და გაგიჟდე –
გადადე ოცნება, გადადგი ნაბიჯი.

იგრძენი მიწა და ფეხ-ქვეშ ნიადაგი –
გამოდი გარეთ და მთავრობა გადადგი,

ვინც მტერთან შეიკრა ზავით და მალე შენ
დაგტოვებს აწმყოს და მომავლის გარეშე.

ოცნება გადადე, გადადგი ნაბიჯი,
უთხარი ფეესბეს აქაურ ნაბიჭვრებს –

რომ მალე გაგიშვებთ, აქედან გაგიშვებთ,
უფაში გაგიშვებთ, სვერდლოვსკში გაგიშვებთ.

ასე შეიძლება ჩაწვე და გაგიჟდე,
თუკი არ გადადგი ახლისკენ ნაბიჯი.

მხარი-მხარს, გული-გულს, თვალი-თვალს, ხელი-ხელს.
რაღაც რომ დაიძრას, გაცოცხლდეს, შეირხეს.