გამოძიება, პირველ რიგში, შემსრულებლიდან იწყება და შემდეგ უნდა აჰყვე ზევით, წესი ასეა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გადაცემა „ღამის კურიერში” განაცხადა. ჟურნალისტმა მას 5-6 ივლისის მოვლენების ორგანიზატორების დაკავებაზე ჰკითხა.
„დავაკავეთ ეს ადამიანები [შემსრულებლები], კიდევ ვმუშაობთ, ეს რიცხვი გაიზრდება. გამოძიება ასევე დაწყებული გვაქვს სხვადასხვა მუხლით – მოწოდება საჯაროდ ძალადობაზე და ა.შ. ამ მუხლებით ჩვენ 18 ადამიანის ჩხრეკა ჩავატარეთ, ამოვიღეთ ძალიან ბევრი მასალა, ტექნიკა, ეს დასამუშავებელია, სამუშაოა, დავკითხეთ ეს ხალხი, მოვიყვანეთ, კიდევ ვაგრძელებთ დაკითხვებს, ვმუშაობთ, ძალიან ცოტა დროა ეს…
ვმუშაობთ მერწმუნეთ, შსს-ს გამომძიებლები დღესა და ღამეს ასწორებენ ნამდვილად, რომ ეს სწრაფად მოხდეს, დანმაშავეები რომ დაისაჯონ”, – განაცხადა შს მინისტრმა.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 53 მათგანი. რამდენიმეს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.