გამოძიებას ყველა დეტალს მივაწვდით, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი - ტურისტული კომპანია

პუბლიკა

ტურისტული კომპანია treveler.ge შატილში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 3 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს.

ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით რომ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან.

ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას რაც კი ხელთ გვაქვს რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი” – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

გუშინ, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რა დროსაც ტურისტებით სავსე მიკროავტობული მანქანას დაეჯახა და 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა,  დაიღუპა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.