გამოჯანმრთელებულები უკვე მკვეთრად სჭარბობენ მათ, ვინც სტაციონარში მკურნალობს - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული 246 პაციენტი მკურნალობს სტაციონარებში, ხოლო გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე 419-ია.

„გამოჯანმრთელებულები მკვეთრად სჭარბობენ მათ, ვინც სტაციონარში მკურნალობს. 6 ახალი შემთხვევიდან 4 პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია, 2 პაციენტის ეპიდკვლევა, ჩაღმავებული, გრძელდება. ახალი პაციენტებიდან არცერთის მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმით არ შეფასებულა.

26 გამოჯნმრთელებულიდან 9 პაციენტი ჩვენი კლინიკიდანაა. ჩვენთან მკურნალობას განაგრძობს 27 ინფიცირებული პაციენტი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და  677-ია, 26 კი გამოჯანმრთელდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 677;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 419;
  • გარდაცვლილი – 12;
  • კარანტინის რეჟიმში – 3873;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები.