გამოჯანმრთელებული პაციენტები, რომლებსაც ჩვენი პროტოკოლით ვმკურნალობთ, გართულებულ შემთხვევებზე მეტია - რატიანი

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროში სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც შეხვედრის მონაწილეებმა განხილულ საკითხებზე ისაუბრეს.

სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე შეაჯამეს მუშაობის შედეგები, რომელიც, რატიანის შეფასებით, „არც ისე ცუდია” და საქართველოს ერთ-ერთი წარმატებულ ქვეყნად წარმოაჩენს კორონავირუსთან ბრძოლაში.

„პროტოკოლი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, აისახება იმაზე, რომ ჩვენ მიერ გამოჯანმრთელებული პაციენტები, რომელთაც ამ პროტოკოლით ვმკურნალობდით, უფრო მეტია, ვიდრე გართულებული შემთხვევები.

მინდა, ვუთხრა მოსახლეობას – მთავარია, არ მოვექცეთ იმ სოციალური ტერორის ომში, რომელიც ახასიათებს კოვვირუსს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ”, – განაცხადა რატიანმა.

ლევან რატიანის რწმენით, ტესტირება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში უნდა ჩატარდეს, რომელთაც, პრევენციისა და დიაგნოსტირების მიზნით კვლევა სჭირდება.