გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ უკვე 80%-ს მიაღწია - ეზუგბაია

პუბლიკა

დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ უკვე 80%-ს მიაღწია,  – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფო კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად 634 გამოჯანმრთელებულია, ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 796-ია.

ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე Covid-ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს.

„მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობა სამჯერ ნაკლებია გამოჯანმრთელებულ პაციენტებთან შედარებით”, – აღნიშნა მან.