გამოჯანმრთელებულია 71 პაციენტი, ახალი შემთხვევები ამ ეტაპზე არ გვაქვს - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დილის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევები აღარ გამოვლენილა და ამ ეტაპზე მათი რიცხვი კვლავ 306-ია.

„როგორც დღეს დილით ვთქვით, კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, ჯერჯერობით რჩება უცვლელად ეს 306, ახალი შემატებული პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობას, მათ კიდევ ორი შეემატა.

„დღეს 12 პაციენტზე ჩავატარეთ ტესტირება. პირველადი რომელიც იყო, ყველა უარყოფითია, განმეორებით ჩატარებულ გამოკვლევებით 2 პაციენტთან უკვე მივიღეთ უარყოფითი პასუხი, რაც ნიშნავს, რომ კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა… ქვეყნის მასშტაბით 71 გამოჯანმრთელებული გვყავს”, – ამბობს ეზუგბაია.


საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსთან დაკავშირებით მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 306;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 71;
  • გარდაცვლილი – 3;
  • კარანტინის რეჟიმში – 5034;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.