გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს 19 აპრილის შეთანხმებას - IRI

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი,- „მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, მოქალაქეთა 61% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია. ამათგან 97%-ის აზრით, ეს ნეგატიური მოვლენაა. ნიშანდობლივია, რომ გამოკითხულთა 77%, რომელთაც სმენიათ 19 აპრილის შეთანხმების შესახებ, მხარს უჭერს შეთანხმებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული სიტუაციის განმუხტვისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. გამოკითხულთა 89% ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიიღებს.“

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარია +/- 2.5%, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%. კვლევა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით