გამოკითხულთა 77% ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს - IRI

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც კითხვაზე, თუ რომელ ქვეყანას მიიჩნევენ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მქონეს, გამოკითხულთა 77%-მა უპასუხა რუსეთი, 12%-მა თურქეთი და 9%-მა აშშ.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.

ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.