გამომცემლობები და მწერლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელსაც დამოუკიდებელი სტენდით წარდგებიან 

პუბლიკა

„განსხვავებულები საერთო მიზნისკენ“ — 2024 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული გამომცემლობები და მწერლები გასული წლის მსგავსად, წელსაც დამოუკიდებელი სტენდითა და კონცეფციით წარდგებიან.

„მსოფლიოში ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა უკვე მეორედ ორგანიზებულია ოთხი წამყვანი გამომცემლობის – არტანუჯის, ინტელექტის, პალიტრა L-ისა და სულაკაურის გამომცემლობის, ასევე „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, პენ საქართველოს, ადამიანის უფლებათა სახლის, საქართველოში ნიდერლანდის საელჩოსა და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით იმ პირობებში, როდესაც უკვე ორი წელია, რეპრესიული პოლიტიკის გამო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს”. – აცხადებს გამომცემელთა ასოციაცია.

საქართველოს სტენდის სამუშაო სივრცე ღიაა ნებისმიერი ქართული გამომცემლობისთვის, რომელიც წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მონაწილეობას გეგმავს.

ქართველ გამომცემლებთან ერთად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სხვადასხვა პლატფორმაზე მსოფლიო საზოგადოებას შეხვდებიან ქართველი მწერლები: ივა ფეზუაშვილი, ლაშა ბუღაძე და მთარგმნელი ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი.

სტენდის მონაწილე გამომცემლები და ავტორები აცხადებენ, რომ ისინი კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატავენ ქართული საზოგადოების საერთო მისწრაფებას ევროინტეგრაციისკენ, ვინაიდან მათ სჯერათ, რომ ქართული ლიტერატურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია.

მათი თქმით, სწორედ ამ მისწრაფებას ასახავს საქართველოს სტენდის მთავარი სლოგანიც – „განსხვავებულები საერთო მიზნისკენ“.

ქართული ლიტერატურული პროგრამა 2024 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

რამდენ ხანს გრძელდება საპატიო სტუმრის დიდება?

მონაწილეები: Timo Julkunen, Stella Johannesdottir, Tina Mamulashvili

მოდერატორი: Tiia Straden

ორგანიზატორი: FILI (ფინეთი)

17.10.2024 | 10:30-11:00

ადგილმდებარეობა: International Stage (between Hall 4.1. and 6.1)

საზეიმო მიღება ქართული ღვინით

ორგანიზატორი: საქართველოს სტენდი

18.10.2024 | 17:00-18:00

ადგილმდებარეობა: Hall 4.1. D38

ივა ფეზუაშვილის რომანი „ბუნკერი“ გერმანულენოვანი გამოცემის წარდგენა

მონაწილეები: ივა ფეზუაშვილი, ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი

ორგანიზატორი: Mitteldeutscher Verlag

19.10.2024 | 11:00-11:30

ადგილმდებარეობა: Hall 3.1, C105

სიტყვები, რომლებიც რჩება: ომში დაღუპული უკრაინელი მწერლების მოსაგონარი საღამო

მონაწილეები: Beatrix Kersten, Gvantsa Jobava, Franziska Davies, Iya Kiva, Kateryna Mikhalitsyna

19.10.2024 | 16:00-17:10

ორგანიზატორი: უკრაინის წიგნის ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი უკრაინაში, არტისტული საბჭო „დიალოგი“, წიგნის არსენალი, პენ უკრაინა

ადგილმდებარეობა: უკრაინის ეროვნული სტენდი, Hall 4.1, B64

Förderverein Taunus-Tiflis / „ბუნკერის“ კითხვა და დისკუსია

მონაწილეები: ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი, ივა ფეზუაშვილი

მოდერატორი: რენატე ვაკერი

19.10.2024 | 19:00-20:00

ადგილმდებარეობა: Christuskirche Bad Homburg, Stettiner Str. 53, 61348 Bad Homburg vor der Höhe

ქართული ლიტერატურის სახელით: დისკუსია პოსტკოლონიალური ქართული ლიტერატურის მთავარი ტრენდებისა და გზავნილების შესახებ

მონაწილეები: ლაშა ბუღაძე, ივა ფეზუაშვილი

მოდერატორი: ბარბარა ლენერერი

ორგანიზატორი: სულაკაურის გამომცემლობა; გამომცემლობა „ინტელექტი”; გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში

20.10.2024 | 14:30-15:00

ადგილმდებარეობა: Frankfurt Studio, Hall 4.0, Room Europa