გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, იტალიაში კორონავირუსი პირველად თითქოს გასული წლის სექტემბერში დაფიქსირდა - გამყრელიძე

პუბლიკა

ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოვლენის მაჩვენებელზე ისაუბრა.

მისი თქმით, იტალიაში ადამიანების გარკვეულ ჯგუფს კვლევი შედეგად კორონავირუსზე ანტისხეულები აღმოაჩნდათ. გამყრელიძის თქმით, კვლევის მიხედვით, გამოდის, რომ კორონავირუსის შემთხვევები იტალიაში გასული წლის სექტემბერ – ოქტომბერში დაფიქსირდა, ანუ მანამდე, ვიდრე ის ოფიციალურად დადასტურდებოდა.

„არ ვიცი, ნახეთ თუ არა ლიტერატურაში. გუშინ თუ გუშინწინ გამოქვენდა სტატია, რომ  კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევები იტალიაში თითქოს აღნუსხულია გასული წლის სექტემბერ-ოქტომებრში.

ანუ ე.წ რესტროსპექტიული კვლევა ჩატარდა ადამიანების გარკვეული ჯგუფზე და ნახეს, რომ  კოვიდის საწინააღმდეგო ანტისხეულები არსებობდა ამ ადამიანებში ჯერ კიდევ იქამდე, სანამ კოვიდი დადასტურდებოდა ოფიციალურად“. – განაცხადა გამყრელიძემ.