კულტურის მინისტრმა,თეა წულუკიანმა, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ჩააბარა. საანგარიშო პერიოდი წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბერს მოიცავს.
დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს წულუკიანმა მინისტრის რანგში ანაზღაურების სახით 72 600 ლარი მიიღო.
მისმა მეუღლემ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში პროგრამების განვითარების დარგში კონსულტანტის პოზიციაზე – 44 000 ლარი.
რაც შეეხება გასავალს, როგორც დეკლარაციაში ვკითხულობთ, კულტურის მინისტრს გასულ წელს შემდეგი გასავალი ჰქონდა:
- ხატმწერის მომსახურების ხარჯი – 6 600 ლარი;
- ახლო ნათესავის ვალების გასტუმრებაში მონაწილეობის ხარჯი – 20 000 ლარი;
- ოჯახის წევრის საზღვარგარეთ მგზავრობებისა და ყოფნის ხარჯი ვ 20 060 ლარი.
- სწავლის გადასახადი – 14 635 ლარი;
შემოსავალში წულუკიანს ასევე უფიქსირდება 30 700 ლარი, შემდეგი განმარტებით – ახლო ნათესავის მიერ მის სასარგებლოდ აღებული საბანკო სესხის დაფარვა.