გამოქვეყნდეს გლდანის ციხეში შეყვანის და ფიზიკური დაპირისპირების კადრები - გვარამია

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთს წინ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას მოთხოვნები გააცნო.

გამოქვეყნდეს:

1. მისი რუსთავის ციხიდან გაყვანის კადრები.

2. მეორე გლდანის ციხეში შეყვანის კადრები.

3. მისი მანქანიდან გადმოყვანისა და ფიზიკური დაპირისპირების კადრები.

4. მის პალატაში მიმდინარე ძალადობრივი ინვაზიის კადრები.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.

„სააკაშვილი არის სიკვდილმისჯილი პატიმარი და მისი სიცოცხლე დიდი რისკიშ ქვეშ. არა მის მიერ შიმშილობის გამო, არამედ იმით, რომ ციხის საავადმყოფოში მას კლავენ და ფსიქოლოგიურად ანადგურებენ. მოვითხოვთ მის გამოყვანას ამ დაწესებულებიდან და ამისთვის ჩვენი სამართლებრივი გუნდი აპირებს საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენებას“, – ამბობს გვარამია.