გამოვდივართ სპეციალური რეჟიმის მუშაობის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს - გვარამია

პუბლიკა

„პროცესებმა უკვე მიიღო მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი, ჩვენ გამოვდივართ სპეციალური რეჟიმის მუშაობის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს. საკითხმა მიიღო მკაფიოდ პოლიტიკური ელფერი, შესაბამისად ეს სივრცე და ეს ბრძოლა უკვე არის პოლიტიკოსების მოსაგები, საქართველო არის პოლიტიკოსების გადასარჩენი“,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

„ქართული ოცნების დამარცხების მთავარი წინაპირობა არის მისი სახის სრული გაშიშვლება, რაც ბოლომდე მედიის დამსახურებაა და ბოლო თვის უწყვეტი, სოლიდარული და პროფესიონალური კამპანიის. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკითხმა მიიღო უკვე მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი, მედიამ, მე ვფიქრობ და ჩემი არხის სახელით ვაცხადებ, უმაღლეს დონეზე შეასრულა საკუთარი ფუნქცია, და გამომდმინარე იქედან რომ, პროცესებმა უკვე მიიღო მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი“,- განაცხადა გვარამიამ.