აღმოჩენილია კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ბრიტანეთში უფრო სწრაფად იზრდება. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მეთ ჰენკოკის ინფორმაციით, კორონა ვირუსის ახალი ვარიანტით, ბრიტანეთში ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
ის ამბობს, რომ ბრიტანელმა ექიმებმა საქმის კურსში ჩააყენეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
ჯერჯერობით უცნობია, ახალი ვერსია უფრო რთულად მიმდინარეობს თუ არა, და არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მასზე ვაქცინა ვერ იმუშავებს. მეთ ჰენკოკი ამბობს, რომ მათ უნდა მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილებები და დაავადება იქამდე აკონტროლონ, ვიდრე ვაქცინაცია ფართოდ ხელმისაწვდომი არ იქნება.