გამოვლინდა ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევა, 60 პირი ჰოსპიტალიზებულია - სასწრაფო დახმარების ცენტრი

პუბლიკა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, საქართველოს მასშტაბით გამოვლინდა კვებითი ინტოქსიკაციის 41 და ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევა.

როგორც ცენტრში „პუბლიკას“ განუცხადეს, ჰოსპიტალიზებულია საკვებით მოწამლული 15 პირი.

„ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლინდა 97, ჰოსპიტალიზირებულია 20 პაციენტი. რეგიონებში გამოვლინდა 134 შემთხვევა, ჰოსპიტალიზირებულია 40 პაციენტი“, – აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.