Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 74 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 806 პირი ემსხვერპლა.
გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი – 865 შემთხვევა,
- აჭარა – 223,
- იმერეთი – 336,
- ქვემო ქართლი – 143,
- შიდა ქართლი – 99,
- გურია – 54,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164,
- კახეთი – 225,
- მცხეთა-მთიანეთი – 30,
- სამცხე-ჯავახეთი – 48,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.