Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა 27 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.78 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.35 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 147 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 382 393-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა;
აჭარა – 517;
იმერეთი – 315;
ქვემო ქართლი – 153;
შიდა ქართლი – 148;
გურია – 78;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 157;
კახეთი – 202;
მცხეთა-მთიანეთი -58;
სამცხე-ჯავახეთი – 62;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.