StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 660 პაციენტი და გარდაიცვალა 15 ადამიანი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 264 665 , ბოლო 24 საათში – 507;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 256 684, ბოლო 24 საათში – 660;
- მათ შორის გარდაცვლილი – 3 336, ბოლო 24 საათში – 15;
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 24359; მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16451, PCR ტესტით – 7908
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,08%, ბოლო 14 დღის – 3,36%, ბოლო 7 დღის – 3%;
- კარანტინის რეჟიმში – 304;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2045.
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 284.