„ჩვენ ვადევნებთ თვალყურს პროცესს, გვაქვს სრული მონიტორინგი და კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ფქვილის, პურის ბიზნესის მწარმოებლებს სთავაზობს კომპენსაციას, იმისთვის, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს.
„ჩვენ იმპორტიორებსა და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ, მიიღონ კომპენსაცია, იმისთვის, რომ პურის ფასი შეინარჩუნონ.
პურის ინდუსტრიასთან დღესაც გვქონდა შეხვედრა, იმისთვის, რომ თუ არ იქნება წინაპირობა პურის ნედლეულის გაძვირების, პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოსახლეობას დამატებითი უხერხულობა, პრობლემა არ უნდა შეექმნათ, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტს ეხება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.