„გამოვთქვამ უკმაყოფილებას" - „საქართველოს სამეფო სახლი" მელიას დაკავების გადაწყვეტილებაზე

პუბლიკა

„საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მისი სამეფო უმაღლესობის ბატონიშვილ დავითის პოლიტიკური განცხადება”. – ამ სათაურით აქვეყნებს განცხადებას „საქართველოს სამეფო სახლი”.

„მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამო, გამოვთქვავ ჩემს უკმაყოფილებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ამჟამინდელი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტიოლების გამო.

მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს ჩაერთონ მოლაპარაკებაში რომ პროცესებმა ქუჩიდან და სასამართლოდან გადაინაცვლოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი საყვრელი სამშობლოს საერთაშორიო იზოლაცია.

საქართველო გვეკუთვნის ჩვენ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების, წარმოშობისა და სარწმუნოებისა”, – ამბობს დავით ბაგრატიონი.

(სტილი დაცულია).