გამოვთქვამთ სოლიდარობას ევროპულ მომავალზე ქართველი ხალხის სურვილის მიმართ - უკრაინის საგარეო

პუბლიკა

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„როგორც ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფის, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს მისი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, მშვიდობიანი პროტესტის უფლების ჩათვლით.

ასევე ვითვალისწინებთ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიზანს, დაადოს ვეტო ე.წ. „უცხოურ აგენტთა” კანონს, რომელიც ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას. ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ კანონპროექტი ამჟამინდელი ვერსიის სახით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს.

გამოვთქვამთ სოლიდარობას ქართველი ხალხის სურვილის მიმართ, განაგრძონ საქართველოს ევროპული მომავლის შენება”, – წერია უკრაინის განცხადებაში.


პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.

მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო.