გამთენიისას რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

პუბლიკა

უკრაინის დედაქალაქ კიევში გამთენიისას 5 აფეთქება მოხდა. როგორც Ukrayinska Pravda წერს, რუსეთმა რაკეტები კიევის მიმართულებით კასპიის ზღვიდან გაუშვა.

დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე კიევის დარნიცკის და დნეპროვსკის რაიონებში. მისი თქმით, დაშავდა ერთი ადამიანი.

კიევში დღეს დილით რუსული ძალების საჰაერო თავდასხმებს ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც.