18 აპრილს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინის დასავლეთში ქალაქი ლვივი დაბომბა. რუსეთმა ლვივის მიმართულებით 5 რაკეტა გაუშვა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის განცხადებაზე დაყრდობით ავრცელებს.
მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის.
უკრაინული მედიის ცნობით, ლვივის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ მოუწოდა ლვოვის რეგიონის მცხოვრებლებს, რომ თავი თავშესაფრებს შეაფარონ. უკრაინული დროით დილის 9 საათისთვის ლვივში საჰაერო განგაში ისევ ისმოდა.