გამთენიისას სოფელ სამებასთან 3.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

დღეს, გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 05:49 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

მისი სიდიდე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.