დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, NCDC-ის დირექტორ ამირან გამყრელიძეს, რომელსაც კორონავირუსის დღეს დაუდასტურდა, COVID-19-ის ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება.
„ამ ეტაპზე კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. ის გადავიდა თვითიზოლაციაში და სახლის პირობებში აგრძელებს თვითმონიტორინგსა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
NCDC-ის ცნობით, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი მორიგი რეგულარული PCR კვლევით დაუდასტურდა.