გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოკვლეულია, ამ პირთან დაკავშირებული როგორც ახლო, ასევე შორეული 260-მდე კონტაქტი.

„ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელს, საიდანაც 2 კონტაქტია ინფიცირებული, მათგან ერთი კი პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრია. ასევე ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გამოკვლევა ბათუმში, ყველგან უარყოფითია. ეს ეპიდკვლევები გრძელდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

31 აგვისტოს განახლებული სტატისტიკური მონაცემები ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1487
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1240
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 5524
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41