დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონაში“, ჩაიტარონ ტესტირება, რომელიც მათთვის არის უფასო.
გარდა ამისა, გამყრელიძე მოუწოდებს მათ, აწარმოონ თვითმონიტორინგი, რაც გულისხმობს შემდეგს:
„ეს ნიშნავს, რომ დავაკვირდეთ. ვიცით, რომ განსაკუთრებით კრიტიკულია მე-3 მე-8 დღეებს შორის პერიოდი. ამ პერიოდში თუ რამე სიმპტომი ჩნდება, ეს გახლავთ ტემპერატურა პირველ რიგში, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია, რომ დავუკავშირდებთ 112-ს, შესაბამისად ჩავიტაროთ გამოკვლევა და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვინც ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა და აქვს „დონაში“ ყოფნის ისტორია, აუციელებლია, რომ მათ აწარმოონ თვითნომიტორინგი. თუ რაიმე სიმპტომი ჩნდება დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ზე და მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ტესტირებისთვის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, „საგანგაშო და საპანიკო არაფერი არ არის“, მაგრამ შექმნილი მდგომარეობა საყურადღებოა და მოსახლეობის მხრიდან აუცილებელია წესების დაცვა.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი 38 ახალი შემთხვევიდან 22 შემთხვევა ბათუმში მდებარე საკონდიქტრო „დონას“ კლასტერიდანაა.