თიბისი კაპიტალი მორიგ ყოველკვირეულ განახლებას გვთავაზობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ძლიერი სავალუტო შემოდინებების შედეგად, გრძელდება სებ-ის ინტერვენციები დეკემბერში, წინა თვეების მსგავსად, აშშ დოლარის თითქმის 100 მილიონის ოდენობით შესყიდვით. ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის მხრივ, კვლავ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ აშშ დოლარის ევროსთან შემდგომ დასუსტებამდე, ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება ნაკლებ ალბათურია.
აღსანიშნავია, რომ სხვა არსებით ფაქტორებთან ერთად, საერთაშორისო რეზერვების ზრდაც გახდა Fitch-ის მიერ რეიტინგის მოლოდინის გაუმჯობესების მიზეზი.
იანვრის სექტორული ბრუნვების ანალიტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკის ზრდა კვლავ ძლიერია. ეს შესაძლოა გახდეს მონეტარული პოლიტიკის მოლოდინებთან შედარებით უფრო ნაკლებად შერბილების არგუმენტი. თუმცა, ჩვენი შეფასებით, ინფლაციის შემცირება იანვარშიც გაგრძელდება. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ როგორც ჩანს, ყოველთვიური ინფლაცია კვლავ სამიზნეზე დაბალი იქნება. ამასთან, ეს პროგნოზი რომც გამართლდეს, ბევრი იქნება დამოკიდებული ინფლაციის სხვადასხვა შემადგენლის დინამიკაზე. მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო მარტში დაიწყება, თუმცა საპროცენტო განაკვეთის მიმდინარე კვირაში დაწევასაც არ გამოვრიცხავთ.