ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი სიტყვა წარმოთქვა, სადაც ისაუბრა მიზეზებზე, რომლის გამოც მისი აზრით ღარიბაშვილის “იყო წარმატებული ყველგან.”
“ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული ყველგან, სადაც ის დღემდე მოღვაწეობდა. ამას აქვს თავისი ძალიან მყარი და ლოგიკური საფუძველი
– პირველი – ეს არის განათლება და პროფესიონალიზმი;
– მეორე – ეს არის პრინციპულობა – ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან კარგად ესმის და მან ძალიან კარგად იცის სახელმწიფოს, სამართლის, კანონის და ღირსების ფასი;
– და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მესამე – ეს არის პატრიოტიზმი: ირაკლი ღარიბაშვილს უყვარს თავისი სამშობლო და მას უყვარს თავისი ხალხი.
ეს ყველაფერი გვიქმნის ჩვენ ყველას მყარ რწმენას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი. როგორც უკვე აღვნიშნე, მან მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და სიმბოლურია, რომ 2024 წელს სწორედ ის, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარადგენს ჩვენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე.
წარმატება მინდა ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს და მთლიანად მის სამთავრობო გუნდს”. – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა.