განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები მოითხოვენ არ მიიღონ რუსული კანონი

პუბლიკა

„ჩვენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები, მკაფიოდ და მკაცრად მოვითხოვთ, არ მიიღოთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი“,- ნათქვამია სტიპენდიანტების განცხადებაში.

„პუბლიკა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ასევე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული მონაწილეები; სასწრაფოდ გამოძიებული უნდა იყოს მიზანმიმართული და დაგეგმილი ძალადობის ფაქტები; დაისაჯონ დამკვეთები და შემსრულებლები – მათ შორის სახელისუფლებო რიგებიდან. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს დასავლელი პარტნიორების განცხადებებსა და მოსაზრებებს. ფაქტი, რომ ეს კანონპროექტი ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ მისი სამიზნე ჩვენი დასავლელი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები არიან, საგანგაშოა.

მიგვაჩნია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელთა დაცვა ჩვენი საზოგადოების განვითარების გარანტად მიგვაჩნია. ამასთანავე, კანონპროექტი შეიცავს უდიდეს რისკებს მომავალში შექმნას კიდევ უფრო დიდი ქაოსი და დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, მოახდინოს იმ პირების/ორგანიზაციების მარგინალიზება, რომლებიც ადამიანის უფლებების, პასუხისმგებლობიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის, განათლების, ჯანდაცვის, სამოქალაქო აზროვნების განვითარებისთვის იბრძვიან.

ამით კი, თავის მხრივ, ის შექმნის ხელსაყრელ გარემოს:

1. საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეჩერებისთვის;

2. ვიზა ლიბერალიზაციის გადასახედად და სანქციებისთვის;

3. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებთან თანამეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებისთვის;

4. ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების კიდევ უფრო მეტად დისკრიმინაციისთვის;

5. თავისუფალი მედიის და აზრის გაქრობისთვის;

6. განათლების, მეცნიერების, კვლევების შეზღუდვისა და შემცირებისთვის;

7. შემოქმედებით სფეროში ტოტალური კონტროლის დაწესებისთვის;

8. შრომითი უფლებების დარღვევების ლეგალიზებისთვის;

9. ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუარესებისთვის;

10. სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში დაწყებული პროცესების შეჩერებისთვის;

11. გარემოს დაცვის საკითხებში მნიშვნელოვანი უკუსვლისთვის.

ეს ჩამონათვალიც კი სრულად ვერ ასახავს ზიანის იმ მასშტაბს, რომელიც კანონის ამოქმედებას მოჰყვება. სამწუხარო რეალობაა, რომ პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური კადრები მასიურად ტოვებენ საქართველოს (ათობით სტიპენდიატიც კი პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი გახდა ბოლო წლებში), რამაც ქართულ შრომის ბაზარს დიდი ბზარი გაუჩინა“,- ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

დათო ნადირაძე

Სალომე თარხნიშვილი

Გიორგი გრიგოლია

Ქეთევან არახამია

Ხატია ჩხეტიანი

თორნიკე დვალი

ნინო დგებუაძე

ქეთევან ეპაძე

თამარ ძაგანია ბარამიძე

მარგალიტა ჯაფარიძე

გიორგი ბერიძე

დავით გოგილაშვილი

ნატა გზირიშვილი

ანი ჩუბინიძე

ნატა გზირიშვილი

ლევან ლომჯარია

მარიამ ლალიაშვილი

ზვიად აძინბაია

მეგი სალუქვაძე

ანანო გორგოძე

სალომე ხვადაგიანი

თამარ ცქიტიშვილი

მარიამ კირვალიძე

ლევან ქვარიანი

ვიორგი წიქარიშვილი

ანი ჩუბინიძე

ნინო ქადაგიშვილი

თეონა გოდერძიშვილი

ნინო ძოწენიძე

დეა სხირტლაძე

ნინა გაბრიელაშვილი

გვანცა კაკაურიძე

ვიკა ბუკია

სალომე ფაჩუაშვილი

თამარ ზვიადაძე

ნათია ებრალიძე

ლევან ბორჩხაძე

ოთარ მაღალდაძე

ლიტო კაულაშვილი

ომედა იაკოვენკო

თინათინ გურგენიძე

ანი ბალასანია

თეკლა ნემანიშვილი

ნიკა გაბუნია

თაკო ილურიძე

ანასტასია დგებუაძე

ავთანდილ თოდუა

ნინო ღვინეფაძე

მარიამ კირვალიძე

ლუკა ლებანიძე

გიორგი კეკენაძე

ნიკა ნადირაშვილი

ონისე ცხომელიძე

დავით მაცაბერიძე

ქეთევან ყიფიანი

მერიკო ქაჯაია

ჯაბა მეხრიშვილი

გიორგი აბაშიძე

გიორგი გაჩეჩილაძე

სალომე ბერეჩიკიძე

ლიკა სვანიძე

ჯაბა მეხრიშვილი

ივეტა გოგავა

გიორგი ურუშაძე

ეკა იაკობიშვილი

გრიგოლ ჩხაიძე

დავით გაჩეჩილაძე

თამარ გაჩეჩილაძე

ალექსანდრე მაჭარაშვილი

ანა რურუა

შოთა ზურაბიშვილი

ლიკა ყოყუაშვილი

შოთა კუკულაძე

ანა ქოჩიაშვილი

თამარ ცანავა

ელენე ხონელიძე

თამარ ბასილაია

გიორგი ჯიბლაძე

გიორგი წურწუმია

მარიამ მაჩაიძე

თამთა ოტიაშვილი

ასმათ ტყეშელაშვილი

რეზო ბერაძე

გვანცა ხოსიტაშვილი

დათო ლაღიძე

სოფიო რუსიშვილი

მიშა ჩიგოგიძე

სოფიო ტყემალაძე

ნიკო კელბახიანი

გიორგი ცხადაია

თამარ თოლორდავა

ქეთი ტატეიშვილი

ნათია ჭანკვეტაძე

გიორგი იაშვილი

შოთა ზურაბიშვილი

ეკა როსტომაშვილი

ბარბარე ასანიძე

თამარა ქარელიძე

ანა ჯებირაშვილი

ნია თათრიშვილი

რუსუდან მარგიანი

ელიზა გუჯაბიძე

მადონა ჯალაღონია

თამარ ფარცახაშვილი

თეკლა გაბრიჭიძე

შალვა არევაძე

ლიზი ლელაძე

ლერი კოხრეიძე

თათია მამესწარაშვილი

მარიამ გუგუტიშვილი

ანა ხინჩიაშვილი

სალომე ქეშელაშვილი

მარი დავითაძე

გვანცა ტუღუში