განათლების სისტემასთან დაკავშირებით მიდგომა კვლავ ლოკალური და მიზნობრივია – ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განათლების სფეროში პროცესი სკოლებსა და სამინისტროსთან ერთად კარგად იმართება.

„განათლების სფეროს რაც შეეხება, ჩვენი მოლოდინი იყო, რომ მოხდებოდა განათლების სფეროში ინფექციის გავრცელება. ამასთან დაკაშირებით, მიდგომა კვლავ რჩება ლოკალური და მიზნობრივი. რეალურად, პროცესი სკოლებსა და განათლების სამინისტროსთან ერთად საკმაოდ პრაქტიკულად და კარგად იმართება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1351  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 14  პაციენტი. გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი.