რამდენიმე წუთის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი უკრაინის გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი ზალუჟნის შეხვდა.
„მე მას მადლობა გადავუხადე უკრაინის დაცვის ორი წლის განმავლობაში.
ჩვენ განვიხილეთ რა განახლებას საჭიროებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებული ხელმძღვანელობის ნაწილი. ასეთი განახლების დრო ახლაა. გენერალ ზალუჟნის შევთავაზე გუნდის შემადგენლობაში დარჩენილიყო.ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!
დიდება უკრაინას!” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
გენერალი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალებს 2021 წლიდან ხელმზღვანელობს.