შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალთალდამცავებმა 22 წლის პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, მოქალაქეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობითვე, სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს. შსს-ს თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.