„გაოცებულები ვართ საქართველოს ცალკეული წარმომადგენლების კომენტარებით, რომლებიც, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, აკავშირებენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებს“, – განაცხადა საქართველში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე.
„ქართველი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი. ახლა უკრაინაში ყველა უკრაინელია და ყველა ომშია. ეს არის ომი ევროპისთვის და მათ შორის, ომი საქართველოსთვის. არ აქვს მნიშვნელობა და არავინ არ ეკითხება, რომელი პარტიული ბილეთი აქვს ამა თუ იმ ქართველს, ვინც მზად არის, დაეხმაროს უკრაინას. დაბოლოს, დავასრულებ პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებით – „დღეს უკრაინელები არიან დაუმარცხებლობის სიმბოლო, იმის სიმბოლო, რომ ნებისმიერი ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება გახდეს საუკეთესო ადამიანი ნებისმიერ მომენტში“. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.