30 გარდაცვლილი და 2676 ახალი შემთხვევა |16 აგვისტოს სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 16 აგვისტოს საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსით გამოწვეული კოვიდ-19-ის 2676 ახალი შემთხვევა.

დაიღუპა კიდევ 30 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 4119 მოქალაქე.

ჩატარდა 25 730 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.4%

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 958 შემთხვევა, აჭარა – 538, იმერეთი – 319, ქვემო ქართლი – 115, შიდა ქართლი – 80, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი – 297, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141.