„მამალაძის საქმეზე პროკურატურაში არის კონკრეტული ერთ პუნქტი, სადაც, მისი ტელეფონი როცა გაიშიფრა, იქ არის სოდომური ცოდვის ფილმები ნანახი. ლინკები. მან (მამალაძემ) პასუხი არ გასცა ამ კითხვას და მე გავცემ პასუხს. არაერთგზის კათოლიკოსი სთხოვდა, რომ მსგავსი ფილმები ეჩვენებინა. პატრიარქს ინტერესი ჰქონდა და მის თანმხლებ პირებს– სამღვდელოსაც და საეროსაც სთხოვდა. მამაომდე რამდენიმე ფაქტი ვიცი. სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე. ასეთ დროს, როცა პოლიტიკური და რელიგიური ღელვაა ქართველი ერისა, სიმართლე უნდა გაირკვეს“. – თქვა მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.
გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ შეკითხვა მოწმეების შესახებ დაუსვა, რომლებიც, პეტრე ცაავასს თქმით, არსებობენ და შეუძლია, რომ წარადგინოს სინოდის სხდომაზე.
“მე ვითხოვ გარანტიას, რომ განსჯა მოხდება რჯულის კანონის მიხედვით. ქართველმა ერთმა იდავითოს და აიძლოს ეკლესია რომ რჯულის კანონი ამოქმედდეს. არ დავასახლებ არავის, თუ არ იქნება გარანტია, რომ რჯულის კანონის მიხედვით მოხდება განსჯა. მე ვამბობდა მზად ვარ რომ სინოდის ფორმატში როცა გარანტია იქნება იმის რომ რჯულის კანონით აღსრულდება სამართალი მოვიყვანო მოწმეები, იქამდე არაფერს ვიტყვი.”