გარდაბანი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

გარდაბანი-რუსთავის გზაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ახალგაზრდა კაცი, სამი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.