საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ამ დროისთვის აღმოჩენილ დარღვევებზე.
- 1. მარნეულის 78-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა ნაკადის მარეგულირებელის და ყუთის ზედამხედველის გამოსავლენად, თავმჯდომარემ ერპიროვნულად გადაწყვიტა ამ ორ ფუნქციას რომელი კომისიის წევრები შეასრულებდნენ. რაზეც მრავალეროვანი საქართველოს მიერ დაიწერა საჩივარი.
- 2. ახალქალაქის 27-ე უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ, თვითნებურად, საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმების გარეშე, საარჩევნო უბანი გადაიტანა სხვა ტერიტორიაზე, მისი განმარტებით, რომ უბნის სახურავის ჩამოვარდნის საფრთხე არსებობდა .
- 3. გარდაბნის მე-11 უბანზე, საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩააგდეს მას შემდეგ, რაც ორმა ამომრჩველმა უკვე განახორციელა კენჭისყრაში მონაწილეობა.
- 4. ახალქალაქის 54-ე უბანზე, რეგისტრატორს ორი კომისიის წევრი ეხმარებოდა ბეჭდის დარტყმაში და მარკირების გაკეთებაში.
- 5. კრწანისის 24-ე უბანზე, დამკვირვებელი ფართის სიმცირის მიზეზეით არ შეუშვეს უბანზე დაკვირვების განსახორციელებლად.
- 6. მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრების დაგვიანებით მისვლის გამო, კენჭისყრა დაიწყო 20 წუთის დაგვიანებით.
- 7. მარნეულის 48-ე უბანი პირველი ამომრჩევლისთვის გაიხსნა 20 წუთის დაგვიანებით, რადგან წილისყრის პროცედურა ჩატარდა წესის დარღვევით, რის გამოც ხელახალი წილისყრა გაიმართა, რაზეც, მრავალეროვანი საქართველოს მიერ დაიწერა საჩივარი.
- 8. გარდაბნის 65-ე უბანზე ორ ამომრჩეველს, შეცდომით მარკირების სითხის ნაცვლად სადეზინფენქციო სითხზე დაასხურეს. აღნიშნული დარღვევა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც აღმოიფხვრა დარღვევა.
- 9. მარნეულის 48-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა ფუნქციების გამოსავლენად, რის გამოც ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დაკვირვებელმა დაწერა საჩივარი, რის შემდეგაც ხარვეზი აღმოიფხვრა.
- 10. გარდაბნის მე-60 უბანზე პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა ბეიჯის გარეშე, დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.
- 11. მარნეულის 22-ე უბანზე, ამომრჩეველი რეგისტრატორის მითითებით, სიაში სხვის გრაფაში აწერდა ხელს, რაც ჩვენი დამკვირვებლის მიერ დროულად იქნა შემჩნეული და აღმოფხვრილი.
- 12. მარნეულის 79-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება, კერძოდ არ მიეცა ვიდეოგადაღების საშუალება.
- 13. კრწანისის მე-3 უბანზე, ამომრჩეველმა ბიულეტებში მხოლოდ ერთი გრაფა შეავსო და უბანი დატოვა.
- 14. გარდაბნის 61-ე უბანზე, ამომრჩეველს კენჭისყრაში დაეხმარა ამომრჩეველი რომელიც არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ უბანზე.
- 15. მარნეულის 65-ე უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას.